განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 6 300 ლარის ოდენობის ხელფასს ადეკვატურად მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
თუმცა მინისტრის თქმით, მან მუშაობა 2 800-ლარიან ხელფაზე დაიწყო და დანამატს ამიერიდან #200 სკოლას გადაურიცხავს, სადაც განსაკუთრებული უნარის მქონე ბავშვები სწავლობენ.
"ეს არის ძალიან კარგი სკოლა და ყველაზე მეტი პოზიტივი იქიდან მივიღე. აქ სწავლობენ განსაკუთრებული უნარის ბავშვები და სწორედ მათ გადავურიცხავ დანამატს, რადგან მუშაობა 2 800 ლარად დავიწყე, რაც შეეხება 6 300-ლარიან ხელფასს, ვფიქრობ, ხელფასის ოდენობა ადეკვატურია, რადგან როდესაც ასეულობით მილიონ ლარს განკარგავ, უნდა გქონდეს ადეკვატური ხელფასი. ასე რომ, 6 300 ლარი ბევრად არ მიმაჩნია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.