საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ნავაფ ალ სლეიბს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნულ ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"საქართველო წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში, სადაც ყველაზე მეტად არის განვითარებული სამოქალაქო თავდაცვა. განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს საქმიანობას და აღნიშნა, რომ იგი არის სამაგალითო რეგიონის ქვეყნებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შესაძლებლობები გამოყენებული იყოს ამ მიმართულებით არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ აზიის, აფრიკის და სხვა კონტინენტის ქვეყნებისთვის", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.