პრემიერ-მინისტრის წერილი მორიგი ნაბიჯია, რათა "ევროპის სახალხო პარტიას" საქართველოში არსებულ სიტუაციასა და მიმდინარე მოვლენებზე რეალისტური სურათი შეექმნას , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც მხარს უჭერს ევროპულ სივრცეში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას, რადგან ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს გულწრფელი ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან, რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ისინი", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი "ევროპის სახალხო პარტიისადმი" გუშინ გამოქვეყნდა.