საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს .
პოლიტიკურ ლიდერთა რეიტინგში ივანიშვილს გამოკითხულთა 88 %-იანი მხარდაჭერა აქვს, 9 % პრემიერს მხარს არ უჭერს, 3 %-ს კი მის შესახებ საერთოდ არ სმენია.
რეიტინგში მეორე ადგილს 84 %-ით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იკავებს, მესამე პოზიციას 83 %-ით კი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ხუთეულში მოხვდნენ ასევე 79 %-ით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და 76 %-ით შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
"ქართული ოცნების" პოლიტიკურ ლიდერებს შორის შემდეგი პოზიციები ასე ნაწილდება: 72 % _ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, 71 % - დეპუტატი თინა ხიდაშელი, 65 % -65 % იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
რეიტინგის 11-კაციან სიაში ბოლო ადგილი – 60 %-ით უმრავლესობის კიდევ ერთ წევრ ზვიად ძიძიგურს უკავია.
IღI-მ გამოკითხვა 2013 წლის 18 – 27 თებერვალს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლის ზემოთ 1 500 ქართველი რესპონდენტი გამოიკითხა.