საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის, ვილფრედ მარტენსის პირადი მოწვევით EPP-ის სამიტის მუშობაში მონაწილეობს.
"სამიტის მთავარი თემაა ის ევროპული ფასეულობები და მისწრაფებები, რომლებიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ევროპელი ლიდერები, სახელმწიფოთა მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების პირველი პირები ესწრებიან.