"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად ამერიკას ასახელებს , ყველაზე დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის მომტანად კი რუსეთს.
საქართველოსთვის მნიშვნელოვან პარტნიორ და საფრთხის მქონე ქვეყნებთან დაკავშირებით გამოკვლევის შედეგები ასეთია: - აშშ გამოკითხულთა 46%-ის შეფასებით საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რესპოდენტთა 7%-ის აზრით - საფრთხე; რუსეთი გამოკითხულთა 35%-ის აზრით პარტნიორია, 63%-სთვის - საფრთხე; აზერბაიჯანი გამოკითხულთა 31%-სთვის პარტნიორია, 2%-ის შეფასებით, - საფრთხე; მას უკრაინა მოჰყვება, რომელსაც გამოკითხულთა 29% პარტნიორ ქვეყნად მიიჩნევს, საფრთხის შემცველად კი არავინ ასახელებს; უკრაინის შემდეგ ევროკავშირის მოდის, რომელთან დაკავშირებითაც გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ ის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, 1%-ის აზრით - საფრთხე; თურქეთი გამოკითხულთა 26%-სთვის - პარტნიორია, 6%-სთვის საფრთხე; სომხეთს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად 15% ასახელებს, საფრთხედ - 6%; ლიტვა პარტნიორია რესპოდენტთა 8% შეფასებით, მას 0%-იანი ნიშნული აქვს საფრთხის შემცველთა მაჩვენებლებში; არავინ ელის საფრთხეს პოლონეთისგან, რომელთან დაკავშირებითაც გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ ეს ქვეყანა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ირანი მნიშვნელოვანი პარტნიორია გამოკითხულთა 2%-ის აზრით, ხოლო 8%-სთვის - საფრთხე.
ამასთან, გამოკითხულთა 6%-მა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნები ვერ დაასახელა, 23%-მა კი - საფრთხის მომტანი.