ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.6600 ლარის ნიშნულზე დაეცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი – 1 აშშ დოლარი/1.6600 ლარი. დღევანდელი კურსით 1 აშშ დოლარი 1.6588 ლარი ღირდა.
2.1474 ლარის ნიშნულზე გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაში. დღევანდელი ოფიციალური კურსით 1 ევროს ყიდვა 2.1588 ლარად იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება რუსულ რუბლს, 1 რუბლი ხვალ დაახლოებით 5 თეთრი, ზუსტად კი – 0.053937 ლარი ეღირება.