ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, კახა ბენდუქიძე ბევრად ბოროტია, ვიდრე გარედან ჩანს. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბენდუქიძე არის ადამიანი, რომელმაც საქართველო აგრარული ქვეყნიდან მომხმარებელ ქვეყნად გადააქცია.
"მას აქვს პრეტენზიები და ის ატარებს ანტირუსულ კამპანიას მაშინ, როდესაც იგი რუსეთის ხელისუფლებასთან საკმაოდ დაახლოებული პირი იყო. ის საუბრობს "ერისიონის" წასვლა-არწასვლის საკითხზე და ეს ჩემთვის მიუღებელია", - აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, კახა ბენდუქიძე საზოგადოებაში ცნობილია იმით, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიაყენოს შეურაცხყოფა.
"ბენდუქიძეს გააჩნია ეს ქარიზმა. ის თავს გვაჩვენებს კეთილ და უცნაურ ადამიანად, თუმცა იგი ბევრად ბოროტია, ვიდრე გარედან ჩანს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.