რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში საქართველოში წარმოებული "კოკა-კოლა" აღმოაჩინეს. როგორც "ინტერფაქსს" პრეზიდენტის პრესმდივანმა , დიმიტრი პესკოვმა განუცხადა, ქართული "კოკა-კოლა" ექსპერტიზისთვის "როსპოტრებნადზორს" გადაეგზავნა.
"ეს ბოთლი ყოველი შემთხვევისთვის ონიშენკოს გადავუგზავნეთ", - განაცხადა პესკოვმა.
საქართველოში წარმოებული "კოკა-კოლა" რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, მედიისთვის განკუთვნილ ოთახში ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს.