საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ მაისში ქუთაისში მდებარე პარლამენტში მუშაობა შეუძლებელი იქნება.
როგორც პრემიერმა "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, პარლამენტის შენობა ძალიან რთული და გაუთვლელია, ამაათან, ნახაზები მშენებლობის შემდეგ მოდიოდა.
"თქვენ ნახავთ, აპრილში როგორი პრობლემები შეიქმნება, მოახერხებენ თუ არა დეპუტატები მუშაობას მე დარწმუნებული არ ვარ. როდესაც აქტიური მზე იქნება აპრილიდან მოყოლებული და შენობას დაადგება, მაისში ნამდვილად ვერ იმუშავებენ, შეუძლებელი იქნება იქ მუშაობა", - აღნიშნა ივანიშვილმა.