საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ვენეციის კომისია დაეთანხმა ყველაფერს, რაც საქართველოში იგეგმება ცვლილებების მხრივ.
ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.
ამასთან ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ის არ არის ამ საკითხის სპეციალისტი და იურიდიულ შეფასებასაც ვერ მისცემდა საკითხს.
"ვფიქრობ, ვენეციის კომისიამ ადეკვატურად შეაფასა საქართველოს მხრიდან გაჟღერებული წინადადება და პრინციპში დაეთანხმა ყველაფერს, რაც საქართველოში ცვლილებების მხრივ იგეგმება", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.