საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამთენიისას ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა. როგორც შაშკინმა აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა , საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
"ყველამ იცოდა, სადაც ვიმყოფებოდი. ჯერჯერობით თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება, გადავწყვიტო, სად ვიყო. ვარ საქართველოს მოქალაქე, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, სამშობლოში დავბრუნდე", - განაცხადა შაშკინმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ოჯახთან ერთად დაბრუნდა.
დიმიტრი შაშკინმა საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. იგი აშშ-ში იმყოფებოდა.