შალვა პაპუაშვილი: ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა „მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა

ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად გამოაცხადა, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რითაც დღეს გამართულ სასამართლო პროცესს ეხმიანება.

დღეს უკვე მეოთხე ადამიანზე დადგა განაჩენი მოლოტოვის კოქტეილთან“ დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ექსტრემიზმის იმ მასშტაბს, რომელიც შარშან, ძალადობრივი დემონსტრაციების დროს ვიხილეთ.

რთულია, ვერ დაინახო კავშირი გაბევრებულ პირომანებსა და მოლოტოვის კოქტეილის“ პოპულარიზაციის კამპანიას მე ვისროლე“ შორის, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებდა.

ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის შემდეგ, კიდევ ვიღაცამ გაბედა მოლოტოვის კოქტეილის“ ხელში აღება, სრულად ბრიუსელის სინდისზეა, რომელმაც ადამიანის თუ ნივთის დაწვა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ფორმად გამოაცხადა.

ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ევროკავშირის ელჩი, სანამ ის საჯაროდ და მკაფიოდ არ გაემიჯნება, ბენზინიანი ბოთლების ევროკავშირის სახელით დამზადებას და სროლას.

მართლაც სირცხვილია, რომ ბრიუსელი ევროკავშირს ძალადობასთან აიგივებს“, - წერს პაპუაშვილი.