კეთილი ნების შემთხვევაში, თანხმობის მიღწევის ყველა წინაპირობა არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა . ბეჟაშვილი ამ კომენტარით დღეს, ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.
როგორც უმცირესობის წევრი დეპუტატი აცხადებს, შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დღეს პოლიტიკურ ჭრილში აქტუალურია. "ეს ეხება საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებას, პოლიტიკური ზეწოლების შეწყვეტას და ა.შ. ვფიქრობ, შეხვედრა უნდა შედგეს. განწყობა პოზიტიურია და ყველა წინაპირობა არსებობს, კეთილი ნების შემთხვევაში თანხმობის მიღწევის", - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.