"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ იმ რუსი სპეციალისტების ანგარიში მოისმინა, რომლებიც საქართველოში ღვინისა და მინერალური წყლების მწარმოებლების ინსპექტირების მიზნით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
ონიშენკოს თქმით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომელი ქართული საწარმოები მიაწვდიან რუსეთს პროდუქციას, უახლოეს დღეებში მიიღებენ.
"დღევანდელი დაწვრილებითი განხილვის შემდეგ, სპეციალისტები მომიმზადებენ დეტალურ დოკუმენტურ ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ. რომელ საწარმოს დავუშვებთ, ანგარიშის შემდეგ გადავწყვეტთ. შემდეგ მე მივიღებ გადაწყვეტილებას შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესახებ, რაც შემოწმებული საწარმოების პროდუქციის ჩვენს ლაბორატორიებში რეგისტრაციას გულისხმობს", - განაცხადა ონიშენკომ.
მისი თქმით, ექსპერტებმა ყველა დაგეგმილი საწარმო შეამოწმეს, გარდა ორისა – "შავნაბადის მონასტერისა" და "ვაინმენისა".
"მათ უბრალოდ, უარი თქვეს, რადგან მიიჩნიეს, რომ ვერ შეძლებენ რუსეთის ბაზარისთვის ღვინის მიწოდებას. სხვა საწარმოებზე მუშაობისთვის ნორმალური გარე მო იყო. წარმოების ტექნოლოგიის ყველა სეგმენტთან წვდომა უზრუნველყოფილი იყო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ხარისხის ობიექტური კონტროლის პრაქტიკას. ნედლეულიდან მზა პროდუქტამდე თვალყურის დევნის პრინციპი, სპეციალისტების შეფასებით, ყველა საწარმოში იყო", - აღნიშნა ონიშენკომ.