პრეზიდენტის რეზიდენციასთან "პატრიოტების" ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქცია დაახლოებით 30-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ სურდათ პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება, თუმცა აქციის მონაწილეების სიმცირის გამო ვერ შეძლეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნატალია ებრალიძემ განაცხადა, აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა და ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ტარდება.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი მაზმანიანის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერა აუცილებელია. "
ქვეყანაში უნდა იყოს არჩევითი პრეზიდენტი და არა დანიშნული", - აცხადებს მაზმანიანი.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიცია საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო მობილიზებული.