ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის, სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსს, თემურ ცამციშვილს დღეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მას ბრალი 182-ე მუხლით წაეყენა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას და გადაცდომას გულისხმობს. თემურ ცამციშვილს სატრანსპორტო საშუალებებში ზედმეტად გადახდილი თანხის გამო ედავებიან.
ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ადვოკატთან ერთად დაამტკიცებს მის სიმართლეს.
ცამციშვილის საქმესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში მერმა ბესო ბრეგაძემ და საკრებულოს წევრებმა ბრიფინგი გამართეს.
მათი განცხადებით, ასეთ პირობებში შეუძლებელია რეალური თვითმმართველობის განხორციელება, პრაქტიკულად პარალიზებულია მერია და საკრებულო, რადგან ყველანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ტერორის ქვეშ იმყოფებიან.