ქუთაისის პროკურატურაში ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის, სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის, თემურ ცამციშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, თემურ ცამციშვილმა დაკითხვამდე განაცხადა, რომ არ იცის, რისთვის დაიბარეს პროკურატურაში. არსებული ინფორმაციით კი, ცამციშვილის პროკურატურაში დაბარება უკავშირდება წინასაარჩევნოდ ე.წ. მედიაჯგუფის საქმიანობას.
დღესვე ქუთაისის პროკურატურაში დაბარებულია იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძეც. ასევე, მანაც არ იცის, თუ რა საკითხზე დაკითხავენ მას. თევდორაძის დაკითხვა 15.00 საათზე დაიწყება.