საინფორმაციო ცენტრს "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ელენე გოცაძე თანამშრომლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა წარუდგინა.
როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, 2013 წლის ბრძანებულებაში პრეზიდენტის და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება და ჩამოყალიბდა საინფორმაციო ცენტრი "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ".
მისივე თქმით, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საინფორმაციო ცენტრი ნატო-სთან ერთად, ევროკავშირის მიმართულებითაც იმუშავებს.
როგორც ელენე გოცაძემ განაცხადა, მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით მუშაობის და იმედი აქვს, რომ დასახულ მიზნებს და ამოცანებს შეასრულებს.
ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა და მას ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი ხელმძღვანელობდა.