პოლიტიკური ნიშნით დევნილთა მიმართ ძებნის პროცედურები დასრულდა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული, "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და მათი სასჯელისგან განთავისუფლება.
პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით დევნილებას აცნობებს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნილი 25-ვე პირის მიმართ დასრულდა ძებნის პროცედურები როგორც საქართველოს,ასევე ინტერპოლისა და დსთ-ს სათანადო სტრუქტურებში", - აღნიშნულია განცხადებაში.