რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი თავისუფლების ძირის გამოსათხრელად უკანა კარიდან შემოვიდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით , მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანზე" გამართულ ფოტოგამოფენაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიაში ფული ჩადეს.
"რასაც ვერ მიაღწიეს მათ ენერგეტიკული ემბარგოთი, რასაც ვერ მიაღწიეს ხალხის გამოყრით, რასაც ვერ მიაღწიეს ომით, არ უნდა მივცეთ შანსი, რომ იმის გამო, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩადეს ფული მიაღწიოს, რომ უკანა კარიდან შემოვიდნენ ჩვენი თავისუფლების ძირის გამოსათხრელად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არ უნდა იყოს მხოლოდ პარტიული.