უახლოეს დღეებში პარლამენტში ფრაქცია "ეროვნული ფორუმი - ქართული ოცნება" ჩამოყალიბდება.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ "მაესტროს" პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"უახლოეს დღეებში პარლამენტში ჩამოყალიბდება ფრაქცია "ეროვნული ფორუმი - ქართული ოცნება" და გავაგრძელებთ მუშაობას. ასე, რომ, ამ ეტაპზე პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" და პარტია "ეროვნული ფორუმის" გაერთიანებაზე საუბარი არ არის, თუმცა ეს არ უშლის ხელს ერთობლივ მუშაობას კოალიციურ რეჟიმში", - განაცხადა სანიკიძემ.