თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 26-ა-ში წუხელ ახალაგაზრდა მამაკაცი ტყვიამ იმსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მისამართზე სპორტისა და ახლაგზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ცხოვრობს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი, გვარად სირაძე, რომელიც საბერძნეთიდან გუშინ დაბრუნდა, ადრე კი, სპორტის სამინისტროში მუშაობდა.
წინასწარი ვერსიით, მამაკაცი შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. მომხდარის მიზეზები და მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევას კრიმინალური პოლიცია იძიებს.
"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ნუცუბიძის ქუჩაზე იმყოფება და ახალ ინფორმაციებს უახლოეს ხანში გავავრცელებთ.