საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.
პრემიერი დიპლომატებს მთავრობის გეგმებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მიაწვდის ინფორმაციას.