საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესცენტრში საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს უმასპინძლა .
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაცით, ოფიციალურ ვახშამზე ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში არსებული ვითარება და მთავრობის პრიორიტეტები გააცნო.
"თავის მხრივ, კონგრესმენებმა ახლად არჩეულ მთავრობას წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება", - აცხადებენ პრემიერის ადმინისტრაციაში.
ოფიციალურ ვახშამს სტუმრების გარდა საქართველოს მთავრობის რიგი წარმომადგენელი და აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ.