რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახური საქართველოში ექსპერტთა სამ ჯგუფს ორშაბათს მოავლენს

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახური საქართველოში ექსპერტთა სამ ჯგუფს ორშაბათს მოავლენს

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახური საქართველოში ექსპერტთა სამ ჯგუფს ორშაბათს მოავლენს, - ამის შესახებ "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური იუწყება. 

რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან "დიპლომატიური და ორგანიზებული მხარდაჭერის ოფიციალური დადასტურების" შედეგად განხორციელდება.

"34-დან 44-მდე გავზარდეთ იმ ქართული საწარმოების რაოდენობა, სადაც ჩვენი ექსპერტები ჩავლენ. 44-დან 40 ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, 4 კი – მინერალური წყლების", - აღნიშნა ონიშჩენკომ "ინტერფაქსთან" საუბრისას.