საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ წარმომადგენლებს ხვალ შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეები წინა შეხვედრაზე განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, დაიწყებენ მუშაობას კონკრეტულ პროექტებზე: არასრულწლოვანი პატიმრების რესოციალიზაციის პროგრამა; კანონმდებლობის განვითარება ახალგაზრდობის მიმართულებით; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციის პროგრამა; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების პროგრამა; საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა.