სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი დღეს ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა.
ჰაიდე მარია გიურერთან შეხვედრაზე ალექსი პეტრიაშვილმა ავსტრიულ მხარეს მადლობა გადაუხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის საქართველოს მზადების თაობაზე ისაუბრეს.
ამასთან, ალექსი პეტრიაშვილმა და ჰაიდე მარია გიურერმა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობისა და მისი გაღრმავების საკითხები განიხილეს.