პატრიარქის საქველმოქმედო ფონდში გარემოს დაცვითი ინიციატივა განიხილეს

პატრიარქის საქველმოქმედო ფონდში გარემოს დაცვითი ინიციატივა განიხილეს

პატრიარქის საქველმოქმედო ფონდში გარემოს დაცვითი ინიციატივა განიხილეს . როგორც "ინტერპრესნიუსს" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან აცნობეს, ფონდისა და ,,ეკოტექნოლოგიების სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის – ეკოლოგია" ორგანიზებით პრეზენტაცია-სემინარი გაიმართა, თემაზე _ ,,ბიოტექნლოგიოების სამეცნიერო-მეთოდოლოგიური საფუძვლები, გამოყენების პრაქტიკა და განვითარების პერსპექტივები".

პრეზენტაციაზე ეკოტექნოლოგიების სამეცნიერო პრაქტიკულმა ცენტრმა ნავთობითა და მისი წარმოებით დაბინძურებული ეკოსისტემების და მძიმე მეტალებით (ლითონებით) დაბინძურებული ტერიტორიების ბიოლოგიური გაწმენდის მეთოდები წარმოადგინა; აგრეთვე, აგროკულტურების ვეგეტაციის ინტენსივობის დასაჩქარებლად ბაქტერიული სასუქის გამოყენების მეთოდი.
პრეზენტაციას გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, განათლების და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის სასამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ ნავთობისა და გაზის მომპოვებელი და გადამამუშავებელი დარგის, სამთო-მომპოვებელი საწარმოების წარმომადგენლები და გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.