შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე ბარბარე რაფალიანცის საქმეზე ახალი დეტალები გაიგო. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე, ახალს ვერაფერს ვერ იტყვის. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საქმეზე არანაირი ვიდეომასალა არ მიუღია. ღარიბაშვილის თქმით, გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კოლაგში გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებს გუშინ შეხვდა. შეხვედრა სამინისტროში გაიმართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მინისტრმა ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და მათ გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო.
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინვე ჩვილის გარდაცვალებისთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ვერსიებიც მოისმინა.