ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტ დეიმონ ვილსონის აზრით, საქართველოს ძალიან კარგი თავდაცვის მინისტრი ჰყავს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დეიმონ ვილსონმა საქართველოს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაზე საუბრისას ირაკლი ალასანიას როლზე ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში ისაუბრა.
მისივე აზრით, ირაკლი ალასანია ქვეყანას თავდაცვის რეფორმისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარება.
"საქართველოსთვის სასიკეთოა, რომ ჰყავს თავდაცვის ძალიან კარგი მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელსაც შეუძლია ქვეყანას თავდაცვის რეფორმისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების პროცესში დაეხმაროს. შეიქმნას ევროპელ, კანადელ და ამერიკელ მოკავშირეებს შორის საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერა, რათა საქართველო ალიანსის წევრი გახდეს," - განაცხადა დეიმონ ვილსონმა.