მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები სასჯელაღსრულებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ასევე პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრებენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე არასამთავრობოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეკომენდაციები აქვთ.
ამასთან, საია-ს თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პატიმართა წამების გამოძიება იქნება.
"ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავუწერეთ საჩივარი, თუმცა ამ დრომდე ბევრ მათგანთან გამომძიებელი არ შესულა და არ დაუკითხავს. შეიძლება პროკურატურას რესურსი არ აქვს, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ, დააკომპლექტონ ჯგუფები, ფაქტების მოძიების მიზნით. არასამთავრობო სექტორი მზადაა, ამ ჯგუფების მუშაობაშიი ჩასართავად და მათ დასახმარებლად", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.