საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის კომენტარს ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ეხმიანება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე" წერს პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს სახელმწიფო მოხელეები ტყუილში დაადანაშაულოს. "უკაცრავად ჩიტო!... მაგრამ... პარლამენტის წევრს - ანუ მეორე სახელმწიფო შტოს წარმომადგენელს რა უფლება აქვს სახელმწიფო მოხელეები - კერძოდ, პატრულის და პოლიციის წევრები - პირდაპირ ტყუილში დაანაშაულოს ყველანაირი "თუ" და " შესაძლო" იმავე დროს როცა იძახის, რომ პროკურატურა გადასინჯავს მტკიცებულებებს... ეს არ ისჯება ჩვენ ქვეყანაში? ეს არ არის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ხელის შეშლა?" - წერს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.