საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ორი პარტიის განაცხადია შესული.
ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, განცხადებით ცესკო-ს "ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ" და "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზამ" მიმართეს.
პარლამენტის შუალედური არჩევნების 27 აპრილს დანიშვნის შესახებ განკარგულება ცესკო-მ 15 თებერვალს მიიღო. არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში 27 აპრილს გაიმართება.
პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს რეგისტრაცია პირველ მარტამდე შეუძლიათ. აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო, ამ ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდათ - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს.