Brent–ის მარკის ნავთობის ფასებმა მიმდინარე წელს შესაძლოა ბარელზე 140 დოლარი შეადგინოს. Bank of America–ს ექსპერტების განახლებული პროგნოზის თანახმად, აღნიშნული საწვავის ღირებულება 2015 წლამდე ბარელზე 100–დან 130 დოლარამდე იქნება და არ არის გამორიცხული, პერიოდულად 140 დოლარსაც მიაღწიოს.
ასეთი დინამიკა უკავშირდება წარმოების ხარჯების ზრდას, „ოპეკის“ ქვეყნების საბიუჯეტო მოთხოვნის მატებასა და იმას, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა შეინარჩუნებს ობლიგაციების გამოსყიდვის მიმდინარე მოცულობებს სტიმულირების პროგრამის ფარგლებში.
ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ 2017 წლისთვის Brent–ის მარკის ნავთობის ფასმა შესაძლოა ბარელზე 175 დოლარი შეადგინოს.