საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კოლაგში გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრა სამინისტროში გაიმართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მინისტრმა ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და მათ გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღესვე ჩვილის გარდაცვალებისთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ვერსიებიც მოისმინა.