საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, დღეს სასამართლოზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან პროკურატურა "ქართული ოცნების" სიცრუის ფაბრიკად გადაიქცა.
ამის შესახებ წიკლაურმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე გამართული წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დღეს სასამართლოზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველოში პროკურატურა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს დაამტკიცა გუნავას საქმემ, ასევე იმ საქმემ, რომლის კადრებიც გუშინ ვიხილეთ, სადაც მასში მონაწილე ყველა პოლიციელი ცრუ ჩვენებებს აძლევს. ამან მიგვითითა, რომ პროკურატურა საქართველოში აღარ არის და იგი "ქართული ოცნების" ტყუილების და სიცრუის ფაბრიკად გადაიქცა. დღეს ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას ყურადღება სასამართლოსკენაა მიმართული, რადგან პროკურატურის ნდობა ნულის ტოლია", - განაცხადა წიკლაურმა.