პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა მთავარი პროკურატურა უკვე დატოვა.
ია მეტრეველს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია, თუ ვისთან გამართა შეხვედრა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კითხვებზე პასუხები მიიღო. ამასთან, პროკურატურაში შესვლამდე ია მეტრეველი აცხადებდა, რომ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით აქვს შეკითხვები.
"ეს თემა არ არის საჯაროდ სალაპარაკო. მე უბრალოდ მაქვს შეკითხვები. გამოძიებას ხელი რომ არ შევუშალო, არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს", - აღნიშნა მეტრეველმა.