ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძისა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეში ბრალდების მხარეს ერთ-ერთ მოწმეა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ არსოშვილი.
ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგი კალანდაძის ადვოკატმა, გოგიტა გაბაიძემ საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული სხდომის შემდეგ განუცხადა.
გაბაიძის თქმით, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას არსოშვილმა, ამას საზოგადოება მომდევნო სხდომაზე გაიგებს. ამასთან, არსოშვილი, ზემოჩათვლილი თანამდებობის გარდა, იყო თბილისის მერის მოადგილე და "თელასის" კომერციული დირექტორი.
მომდევნო სხდომა ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის, ზურაბ შამათავასა და სხვა ბრალდებულებთან მიმართებაში 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა. აღნიშნულ სხდომაზე დაცვის მხარე მტკიცებულებებს წარმოადგენს. როგორც ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარეს 70-მდე მოწმე ეყოლება.