საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მოხდება ახალ ელჩებს დაამტკიცებენ.
"რაც მე ვიცი, ელჩობის კანდიდატებს ჰქონდათ საკომიტეტო მოსმენები, ასევე შეხვედრები უმრავლესობასა და უმცირესობასთან. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენ წარდგენილი გვყავს ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები. ძალიან ბევრი მათგანი არის კარიერული დიპლომატი და უბრუნდება დიპლომატიურ სამსახურს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ელჩობის კანდიდატები არიან ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები, კომპეტენტური ადამიანები და დარწმუნებულია, რომ პარლამენტი მათ მხარს დაუჭერს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს პარლამენტს წარუდგინა საფრანგეთში და "იუნესკოში", უნგრეთში, ლატვიაში, აშშ-ში, ჩეხეთში, უკრაინაში, იტალიაში, ბელგიასა და ავსტრიაში ელჩობის კანდიდატები.