ფრაქცია

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს ფრაქციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ამ მიზნით საკრებულოში ფრაქციის სხდომა გაიმართება, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს აირჩევენ. ფრაქციის ახალ თავმჯდომარეს უმრავლესობის წევრები პრესკონფერენციაზე დაასახელებენ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე 2010 წლიდან ნიკოლოზ ხაჩირაშვილი იყო. მან ფაქრცია გუშინ დატოვა. მიზეზად კი, ბოლო პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხედულებების თანხვედრის არარსებობა დაასახელა.

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად აპირებს დარჩენას. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობაში" ამჟამად 28 წევრია.