საკონსტიტუცის საკითხებზე საბოლოო შეთანხმება საჯარო მოხელების ამნისტიის თაობაზე წამოჭრილი საკითხის გამო ვერ შედგა.
ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო ის იძულებული გახდა ეს განცხადება გაეკეთებინა.
"მიღწეული შეთანხმება კონსტიტუციური თემატიკის ყველა საკითხზე, მაგრამ მისი განხორციელება შეუძლებელი გახდა საჯარო მოხელეების ამნისტიის თაობაზე შეთანხმების ვერმიღწევის გამო. მიუხედავად ამისა, მინდა, მადლობა გადავუხადო უმცირესობის იმ წარმომადგენლებს, ვინც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ", - განაცხადა უსუფაშვილმა.