თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც "პირWელის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, სასამართლოს წინ 20-მდე ახალგაზრდა ქართული დროშებით ხელში იმყოფება, მათ თან აქვთ პლაკატები წარწერებით - "ბაჩო ახალაია ერთადერთი პოლიტპატიმარია", "მითებზე აგებული საქმე", "საზოგადოებას ატყუებენ", "ალასანიას, წულუკიანის და კბილაშვილის საპნის ოპერა", "ნუ ლახავთ ქართული ერის ღირსებას" და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელები არიან მობილიზებული.
პროცესზე დასაწრებად შეკრებილი არიან ახალაიას ახლობელები, საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია და ნუგზარ წიკლაური, მსახიობები ვახო ბიჭიკაშვილი, ნიკა არაბიძე, უფლებამდამცველი თეა თუთბერიძე.