პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სააკაშვილსა და სარქისიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ქვეყნის პირველმა პირმა სომეხ კოლეგას წარმატებები, სომეხ ხალხს კი კეთილდღეობა, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება უსურვა.
პრეზიდენტებს შორის საუბარი საქართველოსა და სომხეთის მომავალ ურთიერთობასაც შეეხო.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 თებერვალს გაიმართა.