სააკაშვილის

სააკაშვილის "ჩაშვება" მისმა თანაგუნდელებმა დაიწყეს

პროკურატურის წარმომადგენლები უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ, რომლებსაც წარუდგინეს მასალები და მტკიცებულებები, რაც გამოძიებას ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გააჩნია. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს.

ერთი ეხება "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაფინანსებას საბიუჯეტო თანხებით, ხოლო მეორე თბილისის მერიის მიერ რიყის ტერიტორიის გასხვისების და უკან გამოსყიდვის საკითს.

აღმოჩნდა, რომ რიყის საქმე პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედის" ხელში ჩაგდებასთან.

"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, უცხოელებს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ჯოზეფ ქეის „"იმედში" გახარჯული 10 მილიონ დოლარი უგულავამ და კეზერაშვილმა ფაქტობრივი ოპერაციებით საბიუჯეტო თანხებიდან დაუბრუნეს.

ასევე პროკურორებმა დიპლომატებს წარუდგინეს იმ საქმის მასალებიც, რომელიც ეხებოდა შპს „თბილსერვის ჯგუფ"-ში „"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დასაქმებას. დიპლომატებს წარუდგინეს როგორც საქმის მასალები და ფაქტობრივი მტკიცებულებები, ასევე ნაციონალების მაღალჩინოსნების თანაგუნდელებთა ჩვენებები, სადაც ისინი ყველაფერს ადასტურებენ. ანუ, სააკაშვილის ჩაშვება მისმა თანაგუნდელებმა დაიწყეს.

როგორც ინფორმირებულმა წყარომ "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობა, ამ მასალების გაცნობის შემდეგ დიპლომატებს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენიათ. მათ აშკარად დაინახეს, რომ გამოძიებას ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები გააჩნია. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ უცხოელებმა ახალმა ხელისუფლებას უგულავას და სააკაშვილის დაჭერაზე მწვანე აუნთეს. პროკურატურა პრაქტიკულად მუშაობის ახალ სტილზე გადავიდა. ჯერ უცხოლებს გააცნობს საქმის მასალებსა და კონკრეტულ მტკიცებულებებს, ხოლო შემდეგ გამოიძახებს დაკითხვაზე ყოფილ მაღალჩინოსნებს.