პატრულის მიერ მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ გურამ დონაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან კარგად აჩვენა თავისი ნამდვილი სახე . როგორც ია მეტრეველმა გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა, დონაძემ გუშინ რამდენიმე ტყუილი თქვა. მისი თქმით, ტყუილი არის ის, როდესაც დონაძე აცხადებს, რომ არანაირი მუქარა არ ყოფილა ოჯახის მიმართ. "წერილი გვიდევს სახლში, რომელიც მუქარის შემცველია. გარდა ამისა, მან ბუტას მამიდას აგინა, ზონდერები გაუგზავანა და კარები ჩამოუღეს",-აღნიშნა მეტრეველმა.
მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დონაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა და მას შემდეგ დაბრუნდა, რაც "გარანტიები მისცა კუბლაშვილმა".
"დონაძე რის დონაძეა, რომ რამე არ მოეფქირებიდნა და ეს არის ის, რაც დღეს საზოგადოებას აჩვენა. თუმცა არ გამოუვიდა. ამ კადრებით დაიჩქარეს განაჩენი. ბავშვი თუ ცოცხალი იყო და სასწრაფოს არ უშვებდნენ, ეს არის დღეს ჩემთვის ტრაგედია და ის კი არა, დონაძე დღეს რას ბჟუტურებს",-განაცხადა გუშინ ბუტა რობაქიძის დედამ.
მისი თქმით, მხარს უჭერს ახალ ხელისუფლებას, თუმცა აღნიშნა, რომ ნელი ტემპით მიდის სამართლის აღდგენა და შიშობს, ამან ცუდი შედეგები არ გამოიღოს.
"რატომ არ მოხდა ამდენი ხანი ამ ადამიანების დასჯა?! მაინც და მაინც ქუჩაში გამოვიდეთ და ჩვენ თვითონ დავიწყოთ განაჩენის გამოტანა?! ნუ მიგვიყვანენ ამ ზომამდე!", - დასძინა ია მეტრეველმა.