სს "საქართველოს რკინიგზის» გენერალური დირექტორის კონსულტანტად გია ხუხაშვილი დაინიშნა. ბატონ გია ხუხაშვილს რკინიგზაში მუშაობის მრავალპროფილიანი გამოცდილება გააჩნია. 2003-2004 წლებში იყო შპს «საქართველოს რკინიგზის» სამეთვალურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2004 წელს მუშაობდა შპს «საქართველოს რკინიგზის» კორპორატიული მართვის დირექტორის თანამდებობაზე. საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა ასევე განიხილავს ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილების მქონე პირთა კანდიდატურებს სხვადასხვა საკონსულტაციო პოზიციებზე დასანიშნად.