საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მიწვეული საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დაინტერესდა, შეეძლო თუ არა მასაც, დეპუტატების მსგავსად, საუბრის პარალელურად გამოეყენებინა მობილური ტელეფონი და გაეგზავნა "მესიჯები".
ერთგვარად რიტორიკული შეკითხვა ფანჯიკიძემ უმცირესობის ფრაქციის სხდომაზე მას შემდეგ დასვა, რაც ამ საქმით დაკავებული ოპოზიციონერი დეპუტატები შენიშნა.
"პარლამენტში ასეთი წესია, რომ აქ ხალხი ერთმანეთს ელაპარაკება და არ უსმენს?! ეს ასე უნდა იყოს?! ... ტელეფონზე ლაპარაკი, "მესიჯები" ყველაფერი მიღებულია ხომ?!... მეც შემიძლია მესიჯები გავაგზავნო?!" - იკითხა ფანჯიკიძემ.
მინისტრს უმცირესობის ლიდერმა და სხდომის წამყვანმა დავით ბაქრაძემ განუმარტა, რომ "პარლამენტში ზოგადად ასე ხდება ხოლმე". ბაქრაძემ განაცხადა, რომ "დეპუტატები უსმენენ იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლიან, რომ მოისმინონ", ხოლო თუკი "მესიჯების" გაგზავნა მინისტრს კითხვებზე პასუხის გაცემაში ხელს არ შეუშლიდა, ამის გაკეთება მასაც შეეძლო.
"რა კარგია, რამდენ რამეს ვსწავლობ", - აღნიშნა ფანჯიკიძემ უმცირესობის სხდომაზე.