პარლამენტში უმცირესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეა მიწვეული.
სხდომას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე უძღვება.
მისი თქმით, მაია ფანჯიკიძე პირველი მინისტრია, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტში უმცირესობის სხდომაში მონაწილეობს.
მაია ფანჯიკიძე დაინტერესდა, დღევანდელი შეხვედრა ღიაა თუ დახურული, ვინაიდან მასზე შეიძლება, მისი პასუხები იყოს დამოკიდებული. მხარეები შეთანხმდენ, რომ შეხვედრა, როგორც ეს მიღებულია, ღია ფორმატში წარიმართება და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიხურება, თუ გასახილველ საკითხები ამას აუცილებელს გახდის.