პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დღევანდელ შეხვედრაზე ჩანდა, რომ ბიზნესმენებმა ახალი ხელისუფლების იდეოლოგია დაიჯერეს და მათ მხრიდან დიდი ნდობა იგრძნობოდა.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს სასტუმრო "შერატონში" ბიზნეს-სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდგე ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრი დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია, მისი შეფასებით, ბიზნესმენებთან პირველ და დღევანდელ შეხვედრას შორის ძალიან დიდი განსხვავება იყო.
"მათთან პირველი შეხვედრა იყო ძალიან ემოციური, დღევანდელი კი ხარიხობრივად განსხვავებული იყო, ემოციების ნაცვლად მათ ძალიან საქმიანი შეკითხვები ჰქონდათ, პასუხებიც იყო ადექვატური. ჩანდა, რომ ბიზნესმენებმა ახალი ხელისუფლების იდეოლოგიის დაიჯერეს და უკვე იგრძნობოდა დიდი ნდობა, რამდენადაც აღარ იყო ემოციურობა და თვითდაჯერებულობა სჭარბობდა, თუმცა კითხვები კიდევ არსებობს", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ბიზნესმენებთან შემდგომი შეხვედრაც დაიგეგმა.